7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

“ივანიშვილის კართან დავდგები”- 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის დედა პროტესტს აანონსებს

12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გამოძიების უმოქმედობაზე საუბრობს და პროტესტის გამწვავებას აანონსებს. ოჯახი საქმის თბილისში გადმოტანას და ახალი საგამოძიებო ჯგუფის ჩართვას ითხოვს.

როგორც სოფო ბიბილაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიჭი გაუჩინარების შემდეგ ნახა, მათ საგამოძიებო პროცესის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან:

„თუ შსს-თან რეაგირება არ მოხდება, მერე პროკურატურასთან გადმოვალ და თუ არაფერს გააკეთებენ, მერე წავალ ივანიშვილის კარებთან და იქ დავდგები. ჩემი მოთხოვნაა ერთადერთი — ბავშვის პოვნა. არავის თითს არ ვადებ, მინდა, რომ შვილი მიპოვონ. სამი კვირაა ველოდები თბილისში გადმოტანას და არც დაურეკავთ, არც არაფერს გვეუბნებიან. უნდათ ალბათ ისევ შემოდონ თაროზე, მე კიდევ არ გავჩერდები“, — ამბობს ტვ პირველთან სოფო ბიბილაშვილი.

ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, საქმე შესაძლოა სისტემურ დანაშაულთან და წარსულის გავლენიან პირებთან იყოს დაკავშირებული, რადგან მთავარი საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ 2017 წელს არ ჩატარდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მას ახალი მასალები აქვს, თუმცა მათ გასაჯაროებამდე გამოძიებისგან გადამოწმებას ელოდება.

გურიკა დადიანიძის საქმეზე გამოძიება გრძელდება, თუმცა ოჯახი და ადვოკატი სამართალდამცველების მხრიდან კომუნიკაციის არარსებობასა და საქმის ხელოვნურად გაჭიანურებაზე მიუთითებენ.

banner
წინა სტატიაშითამაზ ელიზბარაშვილი გლდანის ციხეში შიმშილობას ხელახლა იწყებს
შემდეგი სტატიატრამპი: ამ მომენტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში “ენერგეტიკული ზავი” მოქმედებს