20.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ” – პარლამენტთან საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე განსახილველ საკითხებს გააპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად,  12:00 საათზე შენობის უკანა შესასვლელთან აქციაა დაანონსებული. მოქალაქეები “ოცნების” ახლად დაანონსებულ ცვლილებებს გააპროტესტებენ.

როგორც ღონისძიების აღწერაშია ნათქვამი, რეჟიმი საქართველოს წინააღმდეგ “ივანიშვილის კანონის” მიღებას აპირებს.

“რუსული კანონის” მიღების შემდეგ მოვედით იმ რეალობამდე, რის საფრთხეზეც იმ პერიოდში ხშირად ვსაუბრობდით: რეჟიმი გეგმავს მიიღოს “ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც ფაქტობრივად სრულად უზღუდავს საქმიანობას ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედია გამოცემებს, საქართველოს მოქალაქეებს უკრძალავს უცხოეთიდან რაიმე სახის რესურსის მიღებას სასურველი საქმიანობისთვის – სასჯელის ზომად გათვალისწინებულია 6 წლამდე ვადით პატიმრობა.

ამ კანონის საფუძველზე, საჭიროების და სურვილის შესაბამისად, რეჟიმი მიადგება ნებისმიერ მოქალაქეს, პოტენციური მსხვერპლია მთელი საქართველო.

ასევე ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურად იაქტიურებს (ხმას გაიღებს) პირველ ჯერზე დაჯარიმდება 20 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით პატიმრობა ემუქრება.

სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია ხმის ამოღება და წინააღმდეგობის გაწევა, სანამ ჯერ კიდევ არაა დახშული თავისუფლების ყველა ფანჯარა – გამოდი დიქტატურის დამყარების მცდელობის წინააღმდეგ!

ივანიშვილის პარლამენტს “კანონი საქართველოს წინააღმდეგ” პირველი მოსმენით დასამტკიცებლად გააქვს პლენარულ სხდომაზე.

სამშაბათს, 12 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის უკან!

დაიცავი შენი თავისუფლება! “ – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიარუსთავის ციხეში 70 წლის ქალი გარდაიცვალა