ივანიშვილის ინდულგენცია მურუსიძეს და კონსტიტუციის უგულებელყოფა კანონების მიღებისას – ოპოზიციის კითხვებს სვამს

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს იმ კანონებს ახსენებს, რომლებიც კონსტიტუციასთან შესაბამისი არ იყო. “ქართული ოცნების” არგუმენტს, რომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, ოთარ კახიძე პარალელით პასუხობს.

„ამ მოწვევის პარლამეტში განვიხილეთ ე.წ. მოსმენების კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ საგამოძიებო უფლებამოსილების ორგანოს არ უნდა ჰქონდეს მოსმენების სისტემა, თქვენ მიიღეთ კანონი, რომლითც პირდაპირ შეეწინააღმდეგეთ კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას. ახლა მაინტერესებს, მაშინ არ იყო პრობლემა და ახლაა პრობლემა, თუ დღეს შეიცვალეთ აზრი?” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისადმი შეკითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილსაც ჰქონდა. მას აინტერესებს, სარგებლობს თუ არა მურუსიძე ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული ინდულგენციებით.

„თუ მურუსიძე მოიაზრება ამ კლანის მმართველად და ასე მიაჩნია იგი თქვენს საკუთარ თანაგუნდელებს, აქვს თუ არა მას მიღებული ინდულგენცია ბიძინა ივანიშვილისგან, რადგან აგრძელებს ის მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებას ის და ვინც მის გვერდითაა?“ – ამბობს სალომე სამადაშვილი.

კანონპროექტის კენჭისყრამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. კენჭისყრის შემდეგ ეკა ბესელია და მისი მხარდამჭერები მიიღებენ გადაწყვეტილებას, დატოვებენ თუ დარჩებიან გუნდში.

banner
წინა სტატიაშიქურდული გარჩევაც თქვენ მხარეს მოიკითხეთ და სადისტობაც – ურთიერთბრალდებები ბიუროს სხდომაზე
შემდეგი სტატია1 კგ. კოკაინი – ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს