„ივანიშვილის გუშინდელი განცხადები გახლდათ საუკეთესო პასუხი, რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე” – დავით ბაქრაძე

„ივანიშვილის გუშინდელი განცხადები გახლდათ საუკეთესო პასუხო, რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და რატომ უნდა არ მივცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატის,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

დავით ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსახლეობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი სალომე ზურაბიშვილს არ უნდა დაუჭიროს.

„გუშინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ და სახელმწიფო მმართველის ხედვა, რომ თურმე ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი და უბრალოდ ადამიანები ვერ ხვდებიან, იმიტომ, რომ ჟურნალისტები ეუბნებიან, რომ ყველაფერი არის ცუდად. თურმე ერთი დღე ტელევიზორი რომ გამოვრთოთ და გარეთ გამოვიხედოთ, დოლარი 2 ლარზე ნაკლები გახდება, გავიგონეთ „ქართული ოცნების“ გახსნილ, აგუგუნებული ქარხნების ხმას. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს ტრაგიკული, რადგან ასეულობით ათასი ოჯახის ბედს ეხება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმან მიუძღვნა სწორედ ფარცხალაძის დაცვას შეგვატყობინა, რომ ადამიანი არაფერშია დამნაშავე – გრიგოლ ვაშაძე ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ჩემი შვილის საქმეზე ასეთი რაღაცები არ უნდა ელაპარაკა” – სარალიძე ივანიშვილს პასუხობს