ივანიშვილის გუნდი ღიად უჭერს მხარს რუსეთი მხრიდან მცდელობას გააფართოვოს გავლენა საქართველოში

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

,,რუსეთი რომ მთავარი მტერია ეს ყველამ ვიცით ისედაც, მაგრამ ჩვენი დამატებითი და მთავრი პრობლემაა რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ამოცანების გამო ღიად არის დაინტერესებული ამ ძალების გაძლიერებით და პროდასავლური საზოგადოებრივი ძალების დასუსტებით’’
ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას კომენტარი ქვეყანაში რუსულ გავლენებთან დაკავშირებით
,,მთავარი პრობლემა ჩვენი არის ის, რომ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი არა თუ ეფექტურად არ ებრძვის რუსეთი მხრიდან მცდელობას გააფართოვოს გავლენა საქართველოში, არამედ პრაქტიკულად ღიად უჭერს მას მხარს. ჯერ ერთი პროდასავლური პოლიტიკური ოპონენტების და მედიის დევნით, შევიწროვებით და მეორე ღია პოლიტიკური საჯარო მხარდაჭერით არაერთი განცხადება გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს, რომ ანტიდასავლური ოპოზიციაა მისი მოკავშირე. ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დოკუმენტურად ვნახეთ, რომ ჩვენი საერთო ფულით, გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდება ის ჯგუფები, რომლებიც ეწევიან რუსულ პროპაგანდას ქვეყნის შიგნით. დღეს ეს დაფინანსება გრძელდება რეკლამის საფარ ქვეშ. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ეს აისახა კიდეც იმ შედეგებში, რომელსაც კვლევა უჩვენებს. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ფონზე რუსეთის მხრიდან ფართოვდება მცდელობა ამ ტიპის ვითომ ჰუმანიტარული დახმარების საფარ ქვეშ მეტი აქტივობების. ამ ქვეყანაში მათ არა თუ წინააღმდეგობა არ ხვდებათ, არამედ წახალიხებას აქვს ადგილი. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ უსაფრთხოების სექტორში დამანგრეველი რეპრესიები ჩატარდა და პირდაპირი მითითებაა მათი მხრიდან, თავის დროზე ალასანიამ აღიარა, რომ არ დაუპირისპირდნენ რუსეთის ჯაშუშურ საქმიანობას ქვეყნის შიგნით და მთლიანად გადართულები არიან ოპოზიციის და მედიის დევნაზე,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ მეორე წევრი, გიორგი ქებურია პატიმრობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიატრამპის წინააღმდეგ აშშ-ში ახალი ფრონტი იხსნება