ივანიშვილის გამოჩენით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონზე თავდასხმის ხაზის გაგრძელება მოხდება – ხიდაშელი

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის გამოჩენა, სავარაუდოდ “ოცნებიდან” წასული სამეულის მიერ დასავლეთზე თავდასხმების ხაზის გაგრძელებაზე მიანიშნებს. მისი თქმით, წასული დეპუტატები პირდაპირ ვაშინგტონს დაესხნენ თავს, რაც აქამდე არ მომხდარა.

“ამ ქვეყანაში ყველას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ვინ არის რეალური მმართველი და როდესაც კრიზისული ვითარებები არის ურჩევნიათ რეალურ მმართველებს ელაპარაკონ პირდაპირ, ვიდრე მათ ხელის ბიჭებს, ამიტომ აქაც არაფერი გასაკვირი არ არის. პირველად ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს, უკვე კელი დეგნანი აღარ იყო მათი შეტევის ობიექტი, ან რომელიმე სხვა ელჩი, ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს, ასეთი რამე აქამდე არ მომხდარა და როდესაც ამ ფონზე ხდება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, უნდა ვივარაუდოთ, ჯერ ჯერობით მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ხაზის გაგრძელება მოხდება”, – ამბობს ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიდაგაგვიანდათ! დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა, თქვენს ვირეშმაკობას აღარავინ იღებს – უგულავა ივანიშვილს
შემდეგი სტატიაამ წერილით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოლიგარქიული მმართველობაა – სამადაშვილი