„ივანიშვილის ძირგამომპალ რეჟიმს ვერანაირი კარვების აშლა-დაშლა ვერ უშველის… გზის გადაკეტვა იყო ნებადართული“ – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებს მერიისგან სამი დღით გზის გადაკეტვის უფლება აღებული ჰქონდათ. სამართალდამცავები კი საკუთარ კანონებსვე არღვევენ.

„მინდა, მოგახსენოთ, რომ ივანიშვილის, პირდაპირი გაგებით, ძირგამომპალ რეჟიმს ვერანაირი კარვების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, აშლა-დაშლა ვერ უშველის იმიტომ, რომ ხალხის გულები მათ აშალეს, დაშალეს, მოკლეს, პირდაპირი გაგებით ბავშვები მოგვიკლეს და დღეს უკვე მიედ-მოედებიან და ამის შედეგად კიდევ უფრო მეტი ხალხი ინტერესდება, რათა მოვიდეს და გვერდში დაუდგეს შვილმოკლულ მამებს. აქციები იყო დაწყებული, აქციები გრძელდებოდა. მართალია, უშუალოდ პოლიტიკური ლიდერები ტრიბუნაზე არ გამოდიოდნენ, გარკვეული მოსაზრებები გამო, რომ არ გამოეყენებინათ ეს სასპეკულაციოდ ბინძურ პროპაგანდისტულ ბოტებს თუ კალოშებს, არ ვიცი, რა ჰქვია, ამიტომ ტრიბუნა მამების მოთხოვნით მთლიანად დაეთმო სამოქალაქო სექტორს და შვილმოკლულ მშობლებს, ამის მიუხედავდ, აქცია იყო იურიდიული და კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვით, ნებადართული მერიიდან, მათ შორის, სამი დღე გზის გადაკეტვის ჩათვლით, ხალხის რაოდენობის გარეშე, ჩვენ მოვიტხოვეთ სამი დღეს რუსთაველის პროსპექტის ამ მონაკვეთის გადაკეტვა, იმიტომ, რომ ვიცოდით, იქ ექსესები იქნებოდა, მამებს ემოციის ნიადაგზე სხვა აზრი მოუვიდოდათ, კარვებს აიღებდნენ, ცოტა წინ გადაწევდნენ, ეს ყველაფერი შეიძლება ზუსტად არ ვიცოდით, მაგრამ ვვარაუდობდით, ამიტომ, მოვითხოვეთ სამი დღე რუსთაველის პროსპექტის დაკეტვა. მერე გადავხედავდით, თუ იქნებოდა საჭირო გაგრძელდებოდა, თუ არა, შევვიწროვდებოდით, კანონი მოითხოვს, რომ უნდა ჩაიწეროს გზა იკეტება თუ არა, ჩვენ ჩავწერეთ, რომ სამი დღე გზა იქნება გადაკეტილი. ეს აქციები დაწყბულია კაიხანია და სამი დღე გზის გადაკეტვის ჩართვით არის ნებადართული მერიიდან, პასუხი გვაქვს, თავისივე კანონებს არ ასრულებენ, თავისისვე გადაწყვეტილებებს ფეხით უვლიან, მათ აქვს პასუხისმგებლობა მის უდიდებულესობა დოლართან და დოლარით საზოგადოება არ იმართება, ვერ იმართება, საზოგადოება იმართება ზნეობით, მორალით, სამართლით, არაძალადობით და ვერაფერი სიწავლეს, ამას გააგებინებს ხალხი. საუბარი არის, რომ მშობლების მოთხოვნას ვითვალისწინებთ,რომ არ უნდათ ტრიბუნა დაიკავონ პოლიტიკურმა ლიდერებმა და მიეცეს აწყვეტილი პოლიტიკური ხასიათი აქციას, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ეს უნდა შეიცვალოს „, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში, ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ, მაშინ გამიტანენ”
შემდეგი სტატია“აუცილებელია მართლწესრიგის დაცვისას გამოყენებული ყველა ზომა იყოს პროპორციული და ადეკვატური”