დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქზე წერს, რომ ივანიშვილის დიქტატურა გაამყარა ხაზარაძე-ლელომ, ოპოზიციის სახელით:
“2019 წლიდან (გავრილოვის ღამე) იწყება დიდი დეპრესიის ეპოქა საქართველოში, როდესაც ყველა ჭკუათმყოფელმა (ღორების და ბატების გარდა) გააცნობიერა, რომ საქართველოს რუსეთი მართავს. ამის მერე ყოველი წელი უარესი იყო წინაზე და საბოლოოდ მოვედით ამ საშინელ დღეებამდე, როდესაც ქვეყანაში ოფიციალურად რუსული დიქტატურაა. მაგრამ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ წელს უცაბედად ჩამოინგრევა ეს თიხის ფეხებზე მდგარი დიქტატურა. არ მქონია იმის ილუზია, რომ წელს 4 ოქტომბერს დასრულდებოდნენ. არაა ბოლომდე მომწიფებული ერი საამისოდ. ხოლო ბიძინა-ბორინკა ძალიან ცბიერია, ის თან მოსკოვის ინსტრუქტორების წყალობით ახერხებს ფონს გასვლას.
ფაქტია, ეს დიქტატურა 2025 წლის 4 ოქტომბერს გაამყარა გახარიამ და ხაზარაძე-ლელომ ოპოზიციის სახელით ამ უკანონო ფარსირებულ არჩევნებში მოღალატეობრივი მონაწილეობით და კიდეც საბოლოოდ დასამარდნენ შერცხვენილები. ამათ აღარავინ უნდა გაეკაროს, ლატენტური ქოცები არიან.
მართალია დიდი დეპრესიის ეპოქა გვიდგას ქართველ ერს, მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთ და გამარჯვება იქნება იმ დღეს, როდესაც ეს საჭირო იქნება და ერი მზად იქნება. ალბათ ეს უმძიმესი წლები საჭირო იყო ერის და სახელმწიფოს შესაქმენელად.
სოლიდარობა და თანადგომა ყველა დაკავებულს! გმირები ხართ და თავისუფლებაც გექნებათ!”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე
















