„ივანიშვილის და დემოკრატიის ურთიერთობა გალაქტიონის ლექსს მახსენებს – „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები“

პარტიის – „კანონი და სამართალი“ პოლიტიკური მდივანი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი გიორგი ცობეხია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„არჩევნები ახლოვდება. ზუგდიდსა და თბილისში ივანიშვილი იწყებს, ერთის მხრივ, ძალის დემონსტრირებას ენმ-ის წევრების დაკავებით, ხოლო მეორეს მხრივ, ამომრჩევლის ირიბად მოსყიდვას. ჯერ სამეგრელოში ყველაფერს თავის ფულს ამატებს, რომ ჰკითხო (გზებისა და ბაღების რეაბილიტაციას) და მერე, თბილისში სამების სრულად მოხატვას აფინანსებს. რის გასაოცარი დემოკრატია, რის ადამიანის უფლებები. ხო, იქით აჭარის ტელევიზიის დირექტორს გადაწვდა – დასავლეთმა შედარებით დაბალანსებულად და დადებითად შეაფასა აჭარის საზმაუ და არ შეარჩენს „ოცნება“ ნათია კაპანაძეს ამ შედეგს. ივანიშვილის და დემოკრატიის ურთიერთობა გალაქტიონის ლექსიდან ამონარიდს მახსენებს – „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები“.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ზესტაფონში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა
შემდეგი სტატია“დღეს ჩვენ ყველანი მეგრელები ვართ”, სამარცხვინო კამპანიაა” – გოცირიძე