ივანიშვილის ცეკვა, პარლამენტში განხილვის თემად იქცა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ “საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება”.
“გუშინ ვიხილეთ ივანიშვილის ოჯახის გამახნევებელი, ჰიპ-ჰოპის თუ ჰაკას სტილში, მაგრამ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება”- განაცხადა სამადაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, “ქვეყანაში სრულიად არაოდინალური ვითარებაა, ამიტომ გაუგებარია რატომ გახდა შეუძლებელი დღევანდელი სხდომა წარიმართოს განსხვავებული წესით”.
“მილიონობით სახლში გამოკეტილი ჩვენი მოქალაქე ელოდება პასუხებს ბევრ შეკითხვაზე, რაც დაგროვდა… დღეს აქ ვერ ვხედავთ ვერც პრემიერს, ვერც ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს, რომელთაც ჩვენ უნდა დავუსვათ ის შეკითხვები, რაც საზოგადებას დაუგროვდა. მეტიც, დღეს აქ კითხვის დასმის უფლებაც არ გვაქვს”- დასძინა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.