ივანიშვილის ბიზნესცენტთან ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტთან ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.სამმართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

ბიზნესცენტთან მყოფი აქტივისტების განცხადებით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა ისინი აქციას მართავდნენ, რითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

“ვიღაცამ გაისროლა, როგორც ჩანს, ალბათ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო. ამოიარა მანქანით. ვერ დავინახეთ, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვის საშუალება აქვს კამერას, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა. დაახლოებით 5- ჯერ გაისროლა ვიღაცამ აქ მყოფი პროტესტანტების დასაშინებლად”, – განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი – „გირჩის“ გუშინდელი მოსაზრება მე ვერ მივიღე