ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება – ქანთარია ქობულიას გადაყენებაზე

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნური ქანთარია ადასტურებს, რომ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით არ გადაწყვეტილა. დეპუტატი ამბობს, რომ გუნდში ცვლილებები აუცილებელია.

„მე არ მიმიღია მონაწილეობა არავითარ კონსულტაციებში. მაგრამ სულ ვამბობ და ვამბობ გადაჭრით, რომ ცვლილებები ეს არის დროის მოთხოვნა. ეს არის რეალობა რომ მოხდეს მმართველ გუნდში ცვლილებები. ასე რომ ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მე მივესალმები. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და საერთოდ აი ამ დროის შემქმნელი, 2012 წლის შემქმნელი. ასე რომ ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლა შიდა დაპირისპირებას უკავშირდება
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : გიორგი ქობულია გარკვეულ კლანურ და კორუფციულ ინტერესებს შეეწირა