„ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის და რუსული კანონის შედეგად, ქვეყანაში აღარ შემოდის ინვესტიციები, შემცირდა პირდაპირი ექსპორტი, გვაქვს 48 პროცენტიანი ინფლაცია და საქართველოს მოქალაქეებს „ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკა და საშინაო კორუფცია ერთი მილიარდი დოლარი დაუჯდათ, რომ ხელისუფლებას ლარის კურსი ერთ დონეზეშეენარჩუნებინა.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის შტაბის ოფისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილი და ენმ-ის ეკონომიკურ საკითხთა მდივანმა, ნიკა ობოლაძემ რუსული კანონის მიღების შემდეგ გაუარესებულეკონომიკურ მდგომარეობაზე ბრიფინგს გამართეს;
„ძალიან მოკლედ გვინდა გესაუბროთ იმ შედეგებზე, რაც გამოიწვია „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის პერიოდის პოლიტიკამ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ჩვენი ეროვნული, ნაციონალური მთავარი იდეა და მიზანი იყო ხალხის კეთილდღეობა, ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს სამივე ასპექტი ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში და იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს დაარღვია, აღარ მიისწრაფვის ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, „ოცნების“ კლანი ფოკუსირებულია არა ხალხის კეთილდღეობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე, საკუთარი ოჯახებისათვის მილიონების შოვნაზე და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში გაბატონდა კორუფცია, ჩვენ ვიღებთ შედეგად შემდეგ ეკონომიკურ სურათს და სწორედ ეს მინდა დღეს წარმოგიდგინოთ – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სურსათის ფასები 48 პროცენტით, ანუ ერთ ნახევარჯერ გაძვირდა იმ სასაქონლო კალათის ღირებულება, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და მტკივნეულია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. შედარებისთვის მოგახსენებთ, რომ მაქსიმალური ზღვარი ანუ მიზნობრივი ინფლაცია, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, იყო 18 პროცენტი. 10-15 პროცენტის ნაცვლად, რაც იქნებოდა ნორმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს 48 პროცენტიანი ინფლაცია. იმავდროულად, რომ აღარ არის ფოკუსირებული დასავლეთზე, ინვესტიციებზე, ქვეყანაში გვაქვს კორუფცია, კლანური მმართველობა, კარტელური იმპორტი, შეჩერდა ინვესტიციები. ჩვენ შედარებისთვის მოგიყვანეთ შორეული 2007 წელი, იმ პერიოდშიც კი, 17 წლის წინ იყო2-3 ჯერ მეტი ინვესტიცია, ვიდრე ჩვენ გვაქვს 2024 წლის პირველ ნახევარში. ჩვენი ინვესტიციები ამ წელს დასულია 200 მლნ დოლარამდე, რაც იმის ნახევარიც კი არ არის, რაც იყო 17 წლის წინ.” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.