ივანიშვილის ახლა ცდილობს თავის თავის გადარჩენას – მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკაში დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს. სააკაშვილის თქმით, არჩევნებში ახალი გაერთიანების კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, რითიც ქვეყანაში “ივანიშვილის თარეში” დასრულდება.

“შეიქმნა ძალიან მძლავრი, ფართო გაერთიანება, “ძალა ერთობაშია” და მისმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო ბრძოლა არჩევნებში გამარჯვებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე და დავასრულებთ ივანიშვილის თარეშს საქართველოში, განადგურებას ქართული ბუნების, მოვაშთობთ მის ხელებს ჩვენი ჯიბეებიდან იმიტომ, რომ მას აქვს ღრმად ჩაყოფილი ხელი თითოეული ქართველის ჯიბეში და ძარცვავს უმოწყალოდ საქართველოს. ივანიშვილის ახლა ცდილობს თავის თავის გადარჩენას. მთავარი მევახშე საქართველოსი არის მისი ქარ ბანკი,”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიტრანსგენდერ ქალს რამდენიმე მამაკაცმა 7 ჭრილობა მიაყენა
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილს ეშინია თავისუფალი ადამიანების” – გიორგი ვაშაძე