ივანიშვილის აგარაკზე ხის ტრანსპორტირების გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხეები გაჩეხეს

აჭარიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე ხეების გადატანა გრძელდება. პარალელურად გრძელდება მწვანე ნარგავების გაჩეხვის პროცესიც. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითიდან 10-ზე მეტი ხის გადატანა იგეგმება. იმის გამო, რომ სავალი გზა, სადაც ხეების ტრასნპორტირება უნდა მოხდეს ვიწროა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის გაფართოების სამუშაოების დაიწყო.

გზის გაფართოების გამო, ამ დროისთვის მოჭრილია 8 ხე. ხეების მოჭრას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. კომპანიას, რომელიც ხეების მოჭრას ახორციელებს, ზენითის მცხოვრებლემა ხეების მოჭრის საშუალება არ მისცა.

გზა, რომელის გაფართოებაც ხდება, ორი წლის წინ გააკეთეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დღეს რეაბილიტაციის აუცილებლობა არ დგას და სჯობდა მუნიციპალიტეტს თანხა გაზიფიცირებაში დაეხარჯა.

მოსახლეობის პროტესტს და ბრალდებებს უპასუხეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის გზა იგება და სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ასრულებს. მათივე თქმით, ხეების მოჭრას მერიის ნებართვა არ სჭირდებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გზის გაფართოვების პროცესს, ხეების გადატანასთან კავშირი არ აქვს.

 

ინფორმაციას რუსთავი2-ი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიზვიად დევდარიანის ადვოკატმა სახალო დამცველს მიმართა
შემდეგი სტატიახადას ხეობის მცხოვრებლების ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და სმიტების ოჯახს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო