“ივანიშვილი ზრუნავს ზებრებზე, პინგვინებზე, ყველაფერზე, ხალხის გარდა” – ირმა ნადირაშვილი

irma nadirashviliბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე განმარტებებს ითხოვს ოპოზიცია. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, ვისი მხრიდანაც მოხდა გასხვისება ტერიტორიის 4 ჰექტარის და მიერთება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისთვის, უნდა დადგეს იმ პირების როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

“2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მოეგვარებინა სიღარიბის, დასაქმების, სოციალური პრობლემები, ამის ნაცვლად, ივანიშვილი ზრუნავს თავის სახლზე, თავისი ბანკის მოგების გაზრდაზე, ზებრებზე, პინგვინებზე, ყველაფერზე, ხალხის გარდა, გლეჯს ხეებს და ახლა უკვე ბოტანიკური ბაღის მთლიანად წაღება უნდა და მას ეს ნამდვილად არ გამოუვა,“ – აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების შესახებ განცხადება დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააკეთეს. ოპოზიციამ შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი ყოფილ პრემიერს გადაეცა.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ამ ტერიტორიასთან ახლოს, იქ, სადაც კრწანისი-შინდისის შემოვლითი გზა უნდა გაკეთებულიყო და რომლისთვისაც 500-ზე მეტი ხე მოიჭრა, პროექტი აღარ განხორციელდება.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ტერიტორიას, რომელიც აუქციონზეა გატანილი, ისევ ბიძინა ივანიშვილი იყიდის და მის საკუთრებას მიუერთებს. რაც შეეხება ალტერნატიულ გზას, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მერიას უკვე აქვს პროექტი, რომლის განხორციელების შემთხვევაში არსებობს საშიშროება, რომ დამატებით 700 ძირი ხე მოიჭრას.

banner
წინა სტატიაში“სამარცხვინოა, ევროპარლამენტში ტელეარხს კარს უხურავენ”, – ევროპარლამენტარებმა რუსთავი 2-სთვის სხდომის დახურვა გააპროტესტეს
შემდეგი სტატიაქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, თუმცა ხელისუფლება კვლავ არღვევს ევროპულ სტანდარტებს