ივანიშვილი TV იმედის ეგზიტპოლზე: საბოლოოდ გავსწორდით წელში, შთამბეჭდავი შედეგია

მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ, და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან. ეს არის რეალური შედეგი, ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა.

ამით ჩვენ პატივი მივაგეთ უკვე ჩვენს წინაპარს, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში.

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ოფისში, TV იმედის ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით GORBI-მ ეგზიტპოლი ჩაატარა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. მათი ცნობით, კვლევა ჩატარდა ჯამში 150 შემთხვევით უბანზე, პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩევლები თავად ნიშნავდნენ, თუ რომელ პარტიას და მერობის კანდიდატს მისცეს ხმა. TV იმედი ირწმუნება, რომ ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია.

GORBI-ს ეგზიტპოლის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ თბილისში 76,3% მიიღო, ლელო – საქართველოსთვის – 7.1%, გირჩი“ – 6.8%, კონსერვატორები საქართველოსთვის – 3.3%, ხოლო სხვა პარტიებმა ჯამში – 6.5%.

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც სპეცრაზმი მოქალაქეებს უსწორდება (ვიდეო)
შემდეგი სტატია“ყაველაშვილი უკანა კარიდან გაიპარა” – მურთაზ ზოდელავა