ივანიშვილი : წინა ხელისუფლების დროს 2 დღეში კომპანიას კი გახსნიდი, მაგრამ როგორც კი კვამლი ამოვიდოდა, მოდიოდნენ და ეპატრონებოდნენ

news
ავტ.: news სექტემბერი 19, 2016 13:03

ივანიშვილი : წინა ხელისუფლების დროს 2 დღეში კომპანიას კი გახსნიდი, მაგრამ როგორც კი კვამლი ამოვიდოდა, მოდიოდნენ და ეპატრონებოდნენ

წინა ხელისუფლების დროს 2 დღეში კომპანიას კი გახსნიდი, მაგრამ როგორც კი კვამლი ამოვიდოდა, მოვიდოდნენ და ამას ეპატრონებოდნენ”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ვერავინ იტყვის, რომ ბიზნესის საკუთრებასა და ჯიბეებში ძვრება ხელისუფლება.

”ამ მხრივ არანაირი კითხვა არ არსებობს. ამას ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც კი ვერ ახერხებენ. მე პირადად, მთავრობის წევრი არ გახლავართ მაგრამ, როგორც მოქალაქე ყველაზე მეტ ყურადღებას ამ ნაწილს ვუთმობ, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, არ მოხდეს არცერთ შემთხვევაში, ბიზნესში ჩარევა ხელისუფლების მხრიდან. ჩარევა უნდა მოხდეს მარტო ერთი მიმართულებით, რომ ხელისუფლებამ უნდა აუშენოს ინფრასტრუქტურა და რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად, რომ ბიზნესი სწრაფად განვითარდეს და უნდა დაეხმაროს ბაზრების მოპოვებაში. ამ მხრივ კვირიკაშვილი არის მთავრობის იდეალური მეთაური და ბიზნესი არის თავისუფალი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს ეკონომიკის ზრდის ტემპები დაბალია, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს, რის კონტექსტშიც ივანიშვილმა ზოგადად მსოფლიოში არსებული სიტუაციაც დაასახელა.

”2030 წელი ტყუილად არ დავგეგმე, როდესაც „საზოგადოება 2030” ჩემი ინიციატივით ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, ვერ განვითარდა ისე, როგორც მქონდა დაგეგმილი. დღეს ეკონომიკის ზრდის ტემპები დაბალია, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს. ტემპით დღეს რეგიონში პირველ ადგილზე ვართ, როცა ასე არასდროს ყოფილა ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, თუმცა 3-4% არ არის შესაშური ზრდის ტემპი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ რეგიონში დღესაც კრიზისია. ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან ეკონომიკა ზოგთან მინუსებში წავიდა, ზოგან სტაგნაციის პერიოდშია, ევროპაში მძიმე პერიოდია. შესაბამისად, როდესაც გლობალური სიტუაცია არის მძიმე, იქ ერთი ქვეყანა 10-15%-ით ეკონომიკას ვერ განავითარებს”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამ ფონზე 3-4%-იც შთამბეჭდავია.

news
ავტ.: news სექტემბერი 19, 2016 13:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics