ივანიშვილი წელს აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“ – მიხეილ სააკაშვილი

“ივანიშვილი წელს აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“ – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა “კვირის აქცენტების” პირდაპირ ეთერში გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს, მათ შორის არის “რუსთავი 2-ის” ხელში ჩაგდება.

„ივანიშვილის ხელიდან თქვენ უკვე დახურული ხართ. ის აპირებს შემდეგ რაღაცებს წელს, ის აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“. შეზღუდოს Facebook-ზე პოსტები. და მთელი აქტივების ხელში ჩაგდებას. ის, რასაც ის აკეთებს ახლა, “თიბისი ბანკს” იგდებს ხელში. მას უნდა იყოს, ერთადერთი მევახშე, მხოლოდ მას ჰქონდეს ჩაყოფილი ქართველების ჯიბეში ხელი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოჭიდავეების სკანდალსაც გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილ რუსული მოდელის გამეორება უნდა. მისი შეფასებით, პუტინის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლები არიან ძიუდოისტები და მათი მეშვეობით მართავს რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანას.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, საქართველო აქციოს რუსეთად, კრახით დასრულდება, რადგან ის მიიღებს ვენესუელის მსგავს მოვლენებს.

„საქართველო არ არის რუსეთი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა მოიპოვა გამარჯვება. ეს გამარჯვება მათ მოგვპარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ, დაახლოებით, ვენესუელურად ვითარდება მოვლენები. ვენესუელის რეჟიმი არის საქართველოს მტერი იმიტომ, რომ მათ აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. 2011 წლიდან ჩვენ აქტიურად ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას სხვადასხვა ფორმით, რჩევებითაც მათ შორის და მაშინ საქართველოს ჰქონდა პოლიტიკა, ახლა ჩვენ აღარ ვართ რუკაზე. თქვენ რომ მეკითხებით, სად ხედავ ხალხსო? ზუსტად ასეთი სასოწარკვეთა მახსოვს ვენესუელერების,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

https://youtu.be/dO0oLs_yNDc

banner
წინა სტატიაში“რუსეთი ცდილობს, შეარყიოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციები, ზიანი მიაყენოს მთლიანად ქვეყანას”
შემდეგი სტატიახელისუფლლება საგულდაგულოდ მალავს სარფის-საბაოზე მომხდარ კონფლიქტს