,,ივანიშვილი თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია და ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი, რატომ მივაჩნდი ძალიან საჭიროდ და პირად მეგობრად”

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ბიძინა ივანიშვილი თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია და ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი და რატომ მივაჩნდი ძალიან საჭიროდ და პირად მეგობრად?!, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რომ მოდიან, შემდეგ სხვა პრიზმაში უყურებენ ადამიანებს.

„არ ვაპირებ კომენტირებას შეფასებით ნაწილში. ჭორაობაში ვერ შევყვები. რაც შეეხება ჩემს უნიჭობას, ტრაგიკომიკური ის არის, რომ სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან საყვარელი და მისი პირადი მეგობარი ვიყავი. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რომ მოდიან, შემდეგ სხვა პრიზმაში უყურებენ ადამიანებს და აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვყოფილვარ. ჯობია თავის გარემოცვაში მიმოიხედოს და „ნაციონალებსაც“ და ფულის ამღებებსაც იქ დაინახავს. ჩემსკენ არც ერთი და არც მეორე მიმართულებით ხელის გამოშვერა არ არის სწორი საქციელი და მან მშვენივრად იცის. თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია? ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი და რატომ მივაჩნდი ძალიან საჭიროდ და პირად მეგობრად?!“, – გნაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხუხაშვილმა გადაკვეთა წითელი ხაზი, როდესაც თქვა, რომ ივანიშვილს აღარ თვლის ლიდერად და ის ცდილობს ძალისმიერად შეინარჩუნოს სისტემა.

„ბუნებრივია ეს მტკივნეულად მიიღო და გახდა კატალიზატორი ამ რეაქციის. მე შესაძლოა გადაკვეთე წითელი ხაზი, თუმცა როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე ვსაუბრობთ, აქ პირადი სენტიმენტები უკანა ხაზზე გადადის. თუ მას ჰქონდა ამოცანა, რომ ჩემთვის გული ეტკინა, შემიძლია დავუდასტურო, რომ მან ამ მიზანს მიაღწია – გული მატკინა ნამდვილად. თუ უნდა, რომ გამაჩუმოს, ეს ილუზია მიშასაც ჰქონდა და ვერ აუხდა, ვერც ივანიშვილის აუხდება. სანამ ჩემი აზრი იქნება საინტერესო, ჩემი მოსაზრებების მოსმენა მოუწევს.“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ჭორაობაა ის ნაწილი სადაც ივანიშვილი ლევან გაჩეჩილაძესა და ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს.

„რაღაცაა ჭორაობაა. საერთოდ არ მახსოვს და არ ვიცი რაზე საუბრობს. რაზე ილაპარაკა საერთოდ, რა შუაშია ან რაში დასჭირდა?!“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

„გია ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის დღევანდელი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს.

„მან ყველგან ყველაფერი მოიარა. ძალიან ცუდად მოიქცა ჩვენთან და დიდი ხანია ჩემთან აღარ მოესვლება. სადაც კი შეიძლებოდა, ყველას მიეკედლა და საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, „ნაციონალებთან“ გაფორმდა. მე არ ვიცი, ხელფასს უხდიან თუ არა, მაგრამ პოზიციას, რასაც ის დღეს იჭერს, ერთი ერთზე „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. ერთი პერიოდი მაგას ილუზია ჰქონდა, რომ თვითონ მართავდა ყველა პროცესს. ამ დროს მაგის გამონათქვამებს რომ ვიხსენებ, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ისევ და ისევ პოლიციელების მხრიდან ზეწოლა” – ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ
შემდეგი სტატიათემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა აპირებს, რომ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს უჩივლოს