“ივანიშვილი შუშის სასახლიდან თავის მარიონეტებს აქეთ-იქით ათამაშებს”

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მთავრობის ახალ შემადგენლობას შესაძლოა პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირონ.

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ რეალურად ცვლილებები არ მომხდარა და ქვეყნის მართვას კვლავ ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს

“არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ მომხდარა. ბიძინა ივანიშვილი მმართავდა და მმართვას მთავრობას. თავის შუშის სასახლიდან თავის მარიონეტებს აქეთ იქით ათამაშებს ხოლმე. ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემას ვერ წყვეტს. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით და უნდა მოხდეს ივანიშვილის ჩამოშორება,” – აცხადებს გიგა ბოკერია.

თავისუფალ დემოკრატებში კი ამბობენ, რომ ძველი მთავრობის შემადგენლობა და ძველი სამთავრობო გეგმა ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს.

“გამოდის ამ ხელისუფლებას და ამ მთავრობას ხელს უშლიდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომ დაეძლიათ პრობლემები ეს კიდე რეალობას არ შეესაბამება. მთავრობა იგივე შემადგენლობით და იგივე პროგრამით კარგის მომტანი სიკეთის მომტანი ვერ იქნება ქვეყნისთვის,” – აცხადებს დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი ქადაგიძეს შეცვლის
შემდეგი სტატია“ახალ მინისტრთა კაბინეტში წულუკიანი არ უნდა იყოს,” – ზაზა ხატიაშვილი