ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, რომ საშემოდგომოდ ველი მოასუფთაოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, სამომავლოდ საზოგადოება პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში აქტიურად ჩართული ადამიანებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს დაკავების უამრავ ფაქტს იხილავს, რათა “ქართული ოცნების” მმართველობას წინააღმდეგობა ვეღარავინ გაუწიოს.
ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელბორკილები მასაც დაადონ.
ბიძინა ივანიშვილს ნუ განვიხილავთ ნორმალურ ადამიანად, ის აბსოლუტური კრიმინალია. ის დღეს თუ არა ხვალ ეცდება, რომ საშემოდგომოდ ველი მოასუფთაოს, რადგან ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლის გაუქმება, კანდიდატის სტატუსის გაუქმება და მან იცის, რომ ხალხს ამაზე რეაგირება აუცილებლად ექნება. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ “ფორმულა” და “ტვ პირველიც” დახურონ. მან თავის დროზე თქვა, ამას დავიჭერ, იმას გავაჩუმებ… ოპოზიციონერებს ციხეში გაუშვებს, აქტიურ ადამიანებს ციხეში ჩაყრის, მათ შორის შეიძლება მეც.” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.