„ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და მე ამით კმაყოფილი ვარ“ – დავით ბერძენიშვილი

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენა – ოთარ ფარცხალაძის საქმეს „ღესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი „პალიტრანიუსთან“ საუბრისას ეხმაურება და აღნიშნულს „უნიჭო ნაბიჯს“ უწოდებს:

“ფარცხალაძისთვის ბრალის დადება უნიჭო ნაბიჯია. ბრალდებულმა თავად მოითხოვა გირაო, როცა ბრალი არ უღიარებია. ასეთი რამ არ ხდება. როგორც წესი, გირაოს ითხოვენ მაშინ, როცა გამოძიებასთან მიდის მოლაპარაკება. ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, შეცდომების კასკადია და მე ამით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცალკეული ადამიანები ნელ-ნელა, საკუთარი გავლენის გამოსაყენებლად გრიგოლ ვაშაძისკენ გადადიან, მათ უკან კი ათასობით ამომრჩეველი დგას. ახლა ატირებული ივანიშვილი გამოვიდა და ყველას ყველაფერს დაპირდა, პენსიონერებს-პენსიებს, გაგდებულ, გაპანღურებულ ყოფილ აქტივისტებს, წვრილფეხობას, არც თუ მთლად წვრილფეხობას, ყველას მისცა დაპირებები“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას ტრისტან წითელაშვილიც უცხადებს
შემდეგი სტატია“7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი” – კალაძე