ივანიშვილი, სავარაუდოდ, უმიზნებს, რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „პირველ ხაზთან“ არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა სანქციებიდან თავის დასაცავად პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს.

კუბილიუსი თვლის, რომ ივანიშვილი დასანქცირებას ელის და ამის თავიდან ასარიდებლად პრეზიდენტის პოსტს უმიზნებს, თანაც იმ დროს, როცა პრეზიდენტის არჩევა მოხდება ხმოსნების მიერ და ივანიშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ „ქართული ოცნების“ გარდა სხვა მოკავშირეებიც იშოვოს. ამით კი, ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველო ივანიშვილის მხრიდან უფრო მეტად „უზურპირებული“ იქნება.

მე შეიძლება ვივარაუდო, რატომ გადადგა ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ნაბიჯი, ეს რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ევროკავშირი მოელოდა. მიზეზი, რის გამოც მან ეს ნაბიჯი გადადგა, არის სავარაუდო სანქციები. მე არ ვიცი, ნებისმიერი სანქცია, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება განხორციელდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არ ვიცი ევროკავშირის სანქციების შესახებ, მაგრამ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა იცის უფრო მეტი, რა ელოდება მას, იმიტომ, რომ მას აქვს განსაკუთრებული ინტერესი, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი.

რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში, რომ იყოს ლიდერი ქართული ოცნების თუ ის უმიზნებს მაღალ თანამდებობას სახელმწიფოში – მე ამას ასე ვუპასუხებდი, რომ სავარაუდოდ, ის უმიზნებს ძალიან მაღალ თანამდებობას სახელმწიფო ინსტიტუტებში და ერთ-ერთი შესაძლო თანამდებობა – შეიძლება ის უმიზნებს, რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც ხვდებით, შემდეგი პრეზიდენტი აირჩევა პარლამენტის მიერ და სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ელოდება, რომ შემდეგი პარლამენტში მას ექნება საკმარისი ხმები „ქართული ოცნებისა“ და სხვა პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომელიც საშუალებას მისცემს მას გახდეს პრეზიდენტი და შეიძლება ის ელოდება, რომ ამ შემთხვევაში აშშ ან ევროკავშირი არ დაიწყებს მის წინააღმდეგ სანქციების გატარებას, იმიტომ, რომ ის იქნება პრეზიდენტი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მცდარი მიდგომაა ივანიშვილის მხრიდან, იმიტომ, რომ თუ ის აირჩევს ასეთ გზას, საქართველო კიდევ უფრო მეტად იქნება უზურპირებული ივანიშვილის მიერ და ეს არის, სავარაუდოდ, რაც უფრო მეტად რადიკალური სანქციების გატარება იქნება საჭირო მსგავსი ოლიგარქის წინააღმდეგ, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილს ახსოვს, რომ ევროკავშირსა და აშშ-ის აქვთ კონკრეტული ინსტიტუტები, როგორ ებრძოლონ ოლიგარქებს აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებში, სანქციები რომელიც მიმართულია პლახატნუკის მიმართ მოლდოვეთში, ასევე ორბანის წინააღმდეგ, ასევე უკრაინაში სხვადასხვა ოლიგარქის წინააღმდეგ – ეს მოქმედებები დაეხმარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და მათ შორის იქნება საქართველოც, რათა გახდნენ ნამდვილი, ნორმალური წევრები ევროკავშირის, სადაც არ ექნება ოლიგარქს საშუალება, რომ მოახდინოს ქვეყნის მიტაცება, უზურპაცია. შეიძლება მოხდეს დასავლური ქვეყნების დახმარებით საქართველოს მიმართ,“ – ამბობს კუბილიუსი.

banner
წინა სტატიაშიმოხდა თუ არა დებიძინიზაცია ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნებით?
შემდეგი სტატიაჩვენი მოთხოვნა არის, რომ გატარდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ