ივანიშვილი სასამართლოში არსებულ პრობლემებში ვერ ერკვევა ან პირიქით, ერკვევა და შეგნებულად ცდილობს მათ დამალვას – კახა წიქარიშვილი

“ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებში ვერ ერკვევა ან პირიქით, ერკვევა და შეგნებულად ცდილობს ამ პრობლემების დამალვას,” – ეს არის ფრაგმენტი ღია წერილიდან, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე მიმართავს.

კახა წიქარიშვილი მმართველი პარტიის ლიდერს ახსენებს, რომ სასამართლო სისტემა საწარმო არ არის და იქ მომუშავე ადამიანების მორალურ მდგომარეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე ამბობს, რომ ყველა, ვინც წინა ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა, დღეს ისევ სასამართლო სისტემაშია და ისევ კლანის წევრები არიან.

„მმართველი გუნდის პოლიტიკა სასამართლოსთან დაკავშირებით არის ძალიან სერიოზული საშიშროების შემცველი და შეიძლება ითქვას კატასტროფისკენ მიმავალი. ეს პოლიტიკა, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმას არ ეფუძნება სასამართლოში არსებულ რეალურ მდგომარეობას. რეალური მდგომარეობა არის ისეთი, რომ სასამართლოს მართავს კლანი. სასამართლო არის დამოუკიდებელი იქამდე, სადამდეც არ არის ხელისუფლების ინტერესი. ნინო გვენეტაძე ორჯერ იყო სასამართლო სისტემის მსხვერპლი და შესაძლოა, არსებობს რაღაც კომპრომატი მის წინააღმდეგ და თუ გვენეტაძემ დაიწყო საუბარი, შესაძლოა, მოხდეს ამ კომპრომატის ამოქმედება,“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოში გამოსვლა იყო შთამბეჭდავი
შემდეგი სტატიატაქსის მძღოლების აქცია დასრულდა