“ივანიშვილი სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებას ექცევა ვირეშმაკულად” – უგულავა

ივანიშვილი სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებას ექცევა ვირეშმაკულად – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავა TV პირველის ეთერში საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ივანიშვილს აქვს აბსოლუტური ძალაუფლების მონოპოლია და ნულოვანი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის და ამომრჩევლის წინაშე.

“ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული, მანამ სანამ გახარია თანამდებობაზე იქნება ეს პოლიტიკური ტემპერატურა არ დაიწევს, მეტიც, რაც უფრო დიდი ხანი იქნება გახარია თანამდებობაზე ეს პოლიტიკური სპირალი კიდევ უფრო გამწვავდება. რაც შეეხება ივანიშვილის დაბრუნებას. ივანიშვილი სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებას ექცევა ვირეშმაკულად. მართვის ის ფორმა, რომელიც მან შესთავაზა ქართულ საზოგადოებას არის დამამცირებელი. მას აქვს აბსოლუტური ძალაუფლების მონოპოლია და ნულოვანი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის და ამომრჩევლის წინაშე.” – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიკოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა
შემდეგი სტატიახელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ივანიშვილის თხოვნით კონკრეტულ ადამიანებს ვიჭერდით – ზურაბ ადეიშვილი