ივანიშვილი სააკაშვილზე: ისევ რევოლუციით იმუქრება და ამის თავი არ აქვს, ამ საცოდავს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი, დევნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ისევ რევოლუციით იმუქრება, რისი რესურსიც მას არ გააჩნია. ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, არანორმალურია, როდესაც საკუთარ სახელმწიფოს არ სცემს პატივს და ქართველ ხალხს ისევ რევოლუციით აშინებს.

„პრეზიდენტი დევნაშია და ის ხელმძღვანელობს რეალურად შტაბს. ეს ნორმალურია? ოთხ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, დევნაშია პრეზიდენტი და დღეს ლამის ლიდერად გამოიყვანეს წინა პლანზე.

ნორმალურია, მისი მეუღლე ამბობს, რომ თვალებში ჩახედა? ეს ნორმალურია, რომ არ ჩამოდის, საკუთარ სახელმწიფოს პატივს არ სცემს და პროკურატურის კითხვებს პასუხს არ სცემს?

ისევ რევოლუციით რომ იმუქრება და ამის თავი არ აქვს, ამ საცოდავს, ამის რესურსი არ გააჩნია და ისევ რევოლუციით გვაშინებს, ნორმალურია? არანორმალურია. რა ვქნათ, ნელ-ნელა უნდა გადავალაგოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი: არც „ნაცმოძრაობას“ შეუქმნია კახაბერ ოქრიაშვილი და არც ჩვენ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის