“ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.
მისი თქმით, ამავე დროს, კრემლი ივანიშვილს ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც მას ამ ეტაპზე არ შეუძლია – “ამიტომ პერიოდულად აკეთებს გარკვეულ მანევრებს, მოსკოვის ყურადღების მისაპყრობად”
“მე არასდროს არ მითქვამს რომ ივანიშვილი რუსეთისგან არ იმართება. მე ვიყავი პირველი 2011-ში რომელმაც ვთქვი რომ ის რუსული პროექტია როცა 90%-ს ეს არ სჯეროდა.
ის პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ФСБ-ს გენერლისგან, რომლის ოჯახი მონტენეგროში ცხოვრობს. ეს ამბავი დეტალურად მოჰყვა გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც დაიჭირეს და მოწამლეს.
მან იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება იქ გასაქცევად, მაგრამ ამავე დროს, კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც მას ამ ეტაპზე არ შეუძლია და ამიტომ პერიოდულად აკეთებს გარკვეულ მანევრებს, მოსკოვის ყურადღების მისაპყრობად”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.


















