ივანიშვილი მშვიდობის მემორანდუმზე: ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კარგი იქნება თუ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ყველა პარტია მოაწერს ხელს.

ივანიშვილის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ მსგავსი მემორანდუმის შემუშავება გახდა საჭირო, ცუდია.

„კარგი იქნება თუ ყველა მოაწერს ხელს, თუმცა ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო. თავად ფაქტი, რომ ხდება მოთხოვნილება ასეთ დოკუმენტზე, არის ცუდი.

ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია და მათივე აგრესიული გამოვლინებებია – დაპირისპირება, ერთი პარტია, ერთი გუნდი ატარებს აქციას, მიდიან სხვები და ცდილობენ არევას.

მახსოვს, როცა პოლიტიკაში მოვედით, საშუალება არ გვქონდა გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით, იქ ჰყავდათ ე.წ.ზონდერები, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ და ხშირად მუშტი-კრივში გადადიოდა“, – აცხადებს ივანიშვილი.

„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გამოაქვეყნა. ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო მემორანდუმს პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეუერთდება.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : ბრალდებებიდან, რაც ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩემი მისამართით კეთდება, ირაკლი ალასანიას არც ერთი არ დაუსაბუთებია
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი „ჰეროკრატიაზე“ – პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა – ცუდად გახდა, მე კი ცრემლების გარეშე ვერ მოვუყევი