ივანიშვილი მივიდა მცდარ აზრამდე, ამისთვის სააკაშვილს 2 თვე, ივანიშვილს 4 წელი დასჭირდა

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ მას წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა ხშირად უარს ამბობდა.

უსუფაშვილი ამბობს, რომ 2003 წელს მას პარლამენტის თავმჯდომარეობა სააკაშვილმა შესთავაზა, თუმცა უარი განაცხადა, რადგან, როგორც ის ამბობს, სააკაშვილს სჭირდებოდა უსუფაშვილი და არა პარტია.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ანალოგიური მოხდა ქართული ოცნების პირობებში, როცა ითქვა, რომ არ იყო საჭირო რესპუბლიკური პარტია და საჭირო იყო უსუფაშვილი.

“მან თქვა, რომ უსუფაშვილი სჭირდებოდა და არა პარტია რესპუბლიკელები. მე მას ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელია. აქ არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვენს შორის ხედვებში მომავლის შესახებ. ივანიშვილიც მივიდა იმ მცდარ აზრამდე, სადაც სააკაშვილი მივიდა. ამისთვის სააკაშვილს დაჭირდა 2 თვე, ივანიშვილს – 4 წელი. როგორც ივანიშვილმა თქვა, ამ გზაზე ჩვენ ვუთხარით “ნახვამდის”.

“სახელმწიფო არ არის აბსტრაქტული ცნება. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს კანონები, კონსტიტუცია და ინსტიტუტები. ამ გზით, რომ პოლიტიკური პარტიები აღარ არის საჭირო, ჩვენ მივდივართ ისეთივე არასწორი გზით, როგორიც გაიარა სააკაშვილმა,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მთაწმინდისთვის სირცხვილია იმ ადამიანების თუნდაც მეორე ტურში გასვლა, რომლებიც წარსულის ძალას წარმოადგენენ”
შემდეგი სტატია,,მე მიმაჩნია, რომ რუსთავი2 ეკუთვნის დავით დვალს”