ივანიშვილი: მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემს პირად პრობლემად დავტოვო

მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემს პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შვეიცარიული ბანკის საკითხთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს მომავალში ისევ მისი ადვოკატი გააკეთებს.

„რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემს პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემს პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს. ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემს პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – უკრაინაში ომის დასრულებამდე, რისკები ჯერ კიდევ რჩება, როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – როდესაც ომის საფრთხე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს