ივანიშვილი: მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს

დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ივანიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, რევანშზე ორიენტირებული ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.

„მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით უნდა დაიცვან ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დაუშვან, რომ „ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა“.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – უნდა დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა
შემდეგი სტატიაგახარია: „ჩვენი ვალდებულებაა, გავაგრძელოთ ზრუნვა, პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე, მათზე, ვისაც ჩვენი მხრიდან ზრუნვა ყველაზე უფრო სჭირდება