(video) ივანიშვილი: მაგას როგორ ვიკადრებ, რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისო

თბილისის ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით, საქართველოს ექს პრემიერ -მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი რამოდენიმე ხნის წინ, ქართულ მედიასთან აცხადებდა, რომ ბოტანიკური ბაღის გასხვისება სწორედ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იდეა გახლდათ:

– „ სააკაშვილი ხშირად მირეკავდა და დაიწყო გახშირებული რეკვა თბილისის ბოტანიკურ ბაღზე, მერე ბათუმიც მოაბა მაგას.
ვერ გავიგე რა უნდოდა დიდხანს, მერე მკვახედ ვკითხე- რა გინდა მეთქი? რომ გამაწვალა, რამდენიმე ზარით ზედმეტად გააკეთა, გასხვისება უნდოდა ერთის თუ მეორის ვერ გავიგე, თუ რაღაც გეგმები ქონდა.

მე უთხარი, რომ ეს არის საერთო მოხმარების და არ შეიძლება ამაზე საერთოდ საუბარი და მე მაგ საუბარში არ შემოვალ. თანმიმდევრულად ვერ მოგიყვებით.
შემდეგ კიდევ ზარები და მითხრა, ბოლო-ბოლო რა გინდაო, ერთ-ერთი აირჩიეო, ერთი შენი იყოს- ერთი ჩვენი იყოსო.
რა უნდა იყოს ან ჩემი ან თქვენი ? გინდა თბილისის აირჩიე, გინდა ბათუმისო.
მე უთხარი, მაგას როგორ ვიკადრებ, რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისო, მერე მეორე კუთხიდან მიუდგა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო გადმომირეკა და მითხრა, რომ ჩვენ გვინდა მაგის პრივატიზაცია და შენც თუ მიიღებ პრივატიზაციაში მონაწილეობას.
მე უთხარი, რომ მე არ მივიღებ, მაგრამ, თუ შევხედე, რომ უხეშად რაღაცას აკეთებთ, რომ ამათ ფუნქცია დაკარგონ, ასეთ შემთხვევაში ვიყიდი, მაგრამ ისევ სახელმწიფოს დავუბრუნებ საჩუქრად თქო. “- აცხადებდა ივანიშვილი მედიასთან .

https://youtu.be/bl29pq1bNBc

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაში(video) ამომრჩეველი არჩევნების წინ საბოლოოდ დაშორდა პოლიტიკურ ელიტას
შემდეგი სტატიადაპირისპირება მერიასთან – ხმაური დედაქალაქის მერის მოადგილის ავტომობილის გამოჩენას მოყვა