ივანიშვილი: ყველაფერი დამიყადაღეს, ხელოვნების ნიმუშები, შეძენილი ვერტმფრენი ვერ წამოვიყვანე

“სწორედ რომ პირიქითაა, საკუთარი ინტერესების სახარჯოდ არ მინდა რომ ქვეყნის ინტერესები ოდნავ მაინც დაზიანდეს. […] ძალიან მარტივად შეიძლება აიხსნას სანქცირებული ვარ თუ არა რეალურად – როდესაც ომი დაიწყო, ზუსტად 2 კვირაში ყველანაირი აქტივი, თუკი რამე იყო ჩემი საზღვარგარეთ, ყველაფერი დააყადაღეს, მათ რიცხვში ხელოვნების ნიმუშები, ვერტმფრენი მქონდა შეძენილი, ისიც, რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე გერმანიიდან. ხელოვნების ნიმუშებზე რაღაც საოცრებები ხდებოდა”,-ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ტვ იმედის წამყვანის კითხვას, რომელიც აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებას ეხებოდა, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არანაირი დე ფაქტო სანქცია არ არის შემუშავებული და ის “თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს”.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი: საქართველოში არის ჭეშმარიტი დემოკრატია, რაც მგონი, ევროპას აკლია
შემდეგი სტატიაივანიშვილი: სტიგმატიზება მე სიტყვა არ ვიცოდი და კობახიძემ მასწავლა – რამდენჯერმე ვთხოვე, რომ აეხსნა, დღესაც კარგად არ მესმის