ივანიშვილი: ხადური ყველაზე არაპოპულარული მინისტრია, მას საჭმელსაც უთვლიდნენ

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს ყველაზე არაპოპულარული მინისტრია. როგორც მთავრობის ყოფილმა მეთაურმა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, მინისტრს ხშირად აკრიტიკებდნენ და საკვებსაც უთვლიდნენ, თუმცა მისი შეფასებით, ის ძალიან კარგი მინისტრია.

“ქართული ოცნება: ჩემი დოგმა არ იქნება. დღეს ის პარტიაა მისი ხელმძღვანელით, მისი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილით, უნიკალური ადამიანით და იქ უამრავი პატივსაცემი წევრია. გავიხსენოთ არსებული გუნდის წევრები, ვინც ღირსეულად დაიცვეს ის, რაც ჩვენ პოლიტიკაში დავტოვეთ. ის თამასა, რომელიც ჩვენ მაღლა ავწიეთ, როგორი უნდა იყოს ხელისუფალი, როგორი უნდა იყოს მინისტრი. გუნდის ძირითადმა წევრებმა ეს დაიცვეს, შეინარჩუნეს და ეს უნდა დავუფასოთ. უამრავი გარეთ ნასწავლი ხალხით გაიზარდა გუნდი და ხარისხორივად ჩემი აზრით გაუმჯობესდა. ბევრი ახალი წევრი შევიდა პარლამენტში, რომელსაც საზღვარგარეთ უსწავლიათ. ენის პრობლემა გვქონდა, ევროპაში გუნდის წევრები ხშირად ვერ გადიოდნენ, რადგან ინგლისური ენა არ ვიცოდით.

ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო პროვნება დაემატა. ის ძირითადი ღერძი და ძარღვი შევინარჩუნეთ და მათ აჩვენეს საკუთარი ქცევით ეს. ყველაზე არაპოპულარული, რაც ვიცი, მინისტრებიდან ხადურია. რას სთხოვენ ხადურსაც, ის კარგი ფინანსთა მინისტრია, თუ მის მოღვაწეობას ნახავთ, მაგრამ საჭმელს უთვლიდნენ ბოლობოლო , იქ ჩავიდნენ და შეიძლებოდა იქ კრიტიკა. ფინანსთა სამინისტროში, რომ კორუფცია არ არის და რაც ხდებოდა იქ “ნაცების” დროს რომ ნახავთ, დღეს ხადურიც დასაფასებელია, თუმცა ყველაზე არაპოპულარულია რეიტინგებით”,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისევდია უგრეხელიძე: ეს ქართული ოცნების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ყველაზე დიდ ქველმოქმედებად მიმაჩნია, რომ ჩემი გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო