ივანიშვილი: კამერები უნდა იყოს ბევრი არჩევნებში, ისევე, როგორც იყო 2012 წელს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პროვოკაციები მოსალოდნელია.

ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის საარჩევნო პროექტის „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ მორიგ გადაცემაში, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გამოძიება არ დასრულებულა, თუმცა ის ხელკეტები, რომელ მანქანაშიც იდო კარგად ჩანდა. პროფესიონალები არიან პროვოკაციების დაგეგმვაში.

„ქართულ ოცნებას“ მართებს მეტი სიფრთხილე, კამერები უნდა იყოს ძალიან ბევრი ამ არჩევნებში, ისევე, როგორც იყო 2012 წლის არჩევნებში და ჩვენ კამერებით მოვახერხეთ იმ ძალადობის შეჩერება, რაც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, პოლიციიდან მოდიოდა. პოლიცია იყო ძალადობის ძირითადი ინსტრუმენტი. პროვოკაციები ნაკლებად, მაგრამ მცდელობები ბევრი იქნება. ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ათეული გაასაჯაროვა