(video)კახი კალაძე: ივანიშვილის ქართულ ოცნებაში დაბრუნებას მე მხოლოდ მივესალმები

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახალ წევრებს უახლოეს დღეებში წარადგენს.

როგორც კალაძემ „ქრონიკის სტუდიაში“ განაცხადა, პარტიას ბევრი ახალი საინტერესო სახე ეყოლება.

„განახლება, ახალი სახეები, ახალი სისხლი ეს ყოველთვის კარგია პოლიტიკურ პროცესებში. ახალ სახეებს უახლოეს დღეებში წარვადგენთ, რომლებიც პარტია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდნენ. შეიძლება ბევრი ცნობადი იყოს, ბევრი უცნობი. არ არის აუცილებელი იყოს წარმატებული, მთავარია იყოს საქმის პროფესიონალი, განათლებული ადამიანი და ჰქონდეს უნარი მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებაში. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ახალი საინტერესო სახე ეყოლება“, – განაცხადა კალაძემ
“მე მოგახსენებთ ერთს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა გითრხათ, რომ ბოლო დროს ვრცედებოდა ინფორმაციები, რომ ბატონი ივანიშვილი ბრუნდებოდა პოლიტიკაში და რომ ის იქინებოდა საარჩევნო სიაში, მე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. თუმცა რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის პროცესში თუ რა სახით იქნება წარმოდგენილი ივანიშვილი ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. თუ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება იქნება მისი მხრიდან მიღებული ამას მე მხოლოდ მივესალმები და პარტიისთვის ამას მხოლოდ დადებითის მოტანა შეუძლია. ”-აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

https://youtu.be/Z9s7Bhu-4t4

banner
წინა სტატიაში(video)”იბიარდი”, “ფრიდონ ჰაუსი” – რა დარჩა დაშლილი კოალიციიდან?
შემდეგი სტატიამეც „მზის შვილი“ ვარ!–პატარა სოფოს დიდი ოცნებები