ივანიშვილი კახელებს აღა მაჰმად ხანზე ელაპარაკება და სამი-ოთხი წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა – ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ქვემო ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ქვეყანაში ნარკომანიის პრობლემაზეც ესაუბრა. ოპოზიციონერმა ლიდერმა გაიხსენა, რომ “ღვინის ქვეყანაზე” მოსაუბრე ივანიშვილი ერთ დროს საქართველოში მარიახუანას პლანტაციების გაშენებას გეგმავდა. მისი თქმით, მსგავსი უბედურებები ქვეყანაში ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ერი გამოცოცხლების გზას ადგას.

ბიძინა ივანიშვილი, იცით, ვინ არის? რამდენიმე წლის წინ ღვინის ქვეყანაში მარიხუანის პლანტაციების კანონის გატანას აიძულებდა საქართველოს. აი, ეს არის ეს კაცი. ნარკომანიამ წალეკა ჩვენი შვილების თაობა და საერთოდ, საქართველო წალეკა და როდის ხდება ეს? როცა ერი გამოცოცხლდება ხოლმე. 90-იანები გაიხსენეთ, რამდენი ახალგაზრდა დავკარგეთ, როცა დამოუკიდებლობის ბრძოლის ჟინით გამოვიდა მთელი ერი ქუჩაში. რა ხდებოდა მაშინ? შემოიყარა ნარკოტიკული საშუალებები და ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა მაჰმად ხანზე და სამი თუ ოთხი წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა და კიდევ კარგი, უწმინდესის ეკლესიის ჩარევით ეს გეგმა ჩაიშალა, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით
შემდეგი სტატიასაარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია გრძელდება