,,ივანიშვილი იქცეოდა, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი”

„ბატონი ბიძინა პოზიცია არის საკმაოდ ჯანსაღი. ის ითხოვს, რომ არ დაგვენანოს დრო და ენერგია პოზიციების შეჯერებისთვის,’’- ეს განცხადება, მმართველი გუნდის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გამაერთიანებელი ლიდერი უწოდა.

ამ წუთებში როსტომ მეფის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. მართველი გუნდის დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით უკვე მეორე დღეა, საკუთარ პოზიციებს ბიძინა ივანიშვილს აცნობენ.

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას შეძლებენ და გუნდიდან არავის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ვფიქრობ, რომ მისი ეს პოზიცია არის სწორი. იქცეოდა, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი და ცდილობდა, რომ მაქსიმალურად დაეახლოებინა პოზიციები. ამ თემაში ექსკლუზივი არავის ეკუთვნის, ჩემი აზრით, შეურაცხყოფა იქნება უმრავლესობის წევრებთან მიმართებაში მსჯელობა ისე, რომ ერთ-ორს აინტერესებს და დანარჩენი ასი პასიური მსმენელის როლშია,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკურორტ გომარდულზე აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ჩატარდა
შემდეგი სტატიაშსს-მ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა (+ვიდეო)