“ივანიშვილი ღია პროვოკაციებს აწყობს შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ”

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, დამარცხებისათვის განწირული, აგონიაში მყოფი ოლიგარქი ივანიშვილი ღია პროვოკაციებს აწყობს მთავარი ოპოზიციური ლიდერის, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოში ივანიშვილის უშუალო დავალებით, სუსის ორგანიზებით დაფინანსებული მსტოვრები სოფელ ბაზალეთში, შალვა ნათელაშვილის მამა-პაპისეულ სახლთან აწყობენ პროვოკაციებს, იჭრებიან კერძო საკუთრებაში და ადგილობრივ მოსახლეობასთან შედიან დაპირისპირებასა და კონფლიქტში.
“ხელისუფლების ეს დესტრუქციული ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და არეუულობას, რადგანაც არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს დარჩენილი. ამ დროს პროვოკაციების ავტორი გვთავაზობს ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმზე ხელის მოწერას, რაც ცინიზმია და ბლეფს წარმოადგენს. ლეიბორისტული პარტია მივმართავს საერთაშორისო -სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მკაცრი მონიტორინგი დააწესონ უსაფრთხოების სამსახურის პროვოკაციულ ქმედებებზე”,- განაცხადა გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ყველაზე დიდ ქველმოქმედებად მიმაჩნია, რომ ჩემი გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტია ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს