“რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია” – ასე უპასუხა “ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვას- რა დაუწუნა და რატომ გაუშვა ღარიბაშვილი პრემიერობიდან.
„რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია,” – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ყრილობაზე ერთად მივიდნენ. “თბილისი პარაგრაფში” ყრილობა ამ წუთებში იწყება.