ივანიშვილი: გახარია გარეწარს გავასამართლებ, მას და მისი პარტიის წევრებსაც

ქართული ოცნების საპატიო თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი TV IMEDI-სთან ინტერვიუში პარტია საქართველოსთვის წევრებს და მის ლიდერს, გიორგი გახარიას გასამართლებით ემუქრება.

“ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და მასთან ერთად რომ დგანან, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა და ნაციონალური მოძრაობის მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც, რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ მკაცრი პაუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც, მათზე მეტი გაღიზიანება მაქვს. მათი უმრავლესობა ქართული ოცნების წევრები იყვნენ და ჩვენი მანდატით შევიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს ერთიერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც” – ამბობს ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი
შემდეგი სტატიაივანიშვილი: საქართველოში არის ჭეშმარიტი დემოკრატია, რაც მგონი, ევროპას აკლია