“ლელო -ძლიერი საქართველოს“ გენერლური მდივნის ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ემზადება გაზაფხულზე ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, ბინძური წესებით და გართულებული ბრძოლის ველით.
როგორც კურაპძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ივანიშვილს ახალი არჩევნები რამდენიმე მიზნისთვის სჭირდება, მათ შორის ნეიტრალიტეტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისთვის.
“კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე, “ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ემზადება გაზაფხულზე ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, კი ბინძური წესებით, გართულებული ბრძოლის ველით, პატიმრებით ციხეში, ზეწოლით და სისხლის სამართლებრივი საქმეებით ოპოზიციურ პარტიებზე, ზეწოლით მედიაზე, მაგრამ ამის პარალელურად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ის ამისთვის ემზადება.
რისთვის ჭირდება ეს ყველაფერი? ის, რომ 2 წლით გადაივადოს და გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, 2026-30 წლამდე და ის თავისი ცნობილი სიგიჟე, რომელიც 2012 წელს დააბრეხვა, სისრულეში მოიყვანოს და მეორე საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად. ასევე გააუქმოს და ამოიღოს კონსტიტუციიდან მუხლი ევროკავშირში და ნატოში ინტერგაციის შესახებ, ამასთან, ჩაფიქრებული აქვს კიდევ ერთი ბინძური ბოროტება, რომ ჩაატაროს რეფერენდუმი ნეიტრალიტეტის შესახებ”, – განაცხადა კუპრაძემ.



















