ივანიშვილი დიდ იზოლაციაშია, მას ესკობარივით ოქრო-ზოდების გროვება უწევს – ბაჩიაშვილი

“ივანიშვილი დიდ იზოლაციაშია, მას ესკობარივით და სხვა დამნაშავეებივით ოქრო-ზოდების გროვება უწევს, რათა თავისი ქონების გადარჩენა შეძლოს” – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა.

გიორგი ბაჩიაშვილმა ქართველი ოლიგარქის კარის ბიზნესმენებს ბნელი მომავალი დაუანონსა და “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ყველა იმ ბიზნესმენს, რომელზეც ივანიშვილის რეჟიმი დგას, უახლოეს მომავალში პრობლემები შეექმნებათ.

გიორგი ბაჩიაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მოკვლისა და მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელების ხელშეწყობის გამო ბიზნესმენებს მთელი ცხოვრება სანქციების ქვეშ მოუწევთ არსებობა.

“ისღა დარჩენიათ, რამენაირად ივანიშვილის დანაშაულებრივ მანქანას ჩაებღაუჭონ” – აცხადებს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი.

რეჟიმმა აჩვენა, რომ მათთვის ყველაზე მტკივნეული არის ხალხის პროტესტი. ამ ადამიანების ქუჩაში დგომა ამათ გადააწყვეტინა, რომ წასულიყვნენ ძალიან მძიმე ნაბიჯებზე,ი მ მძიმე ნაბიჯებზე, რაზეც მათ მოუწევთ პასუხის გება. ჩვენ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, ევროკავშირს, ამერიკას, რომ აქ არის პროტესტი, რომ არ ვეგუებით მოპარულ არჩევნებს, მოპარულ მომავალს და სწორედ ამიტომ არის ასეთი ძლიერი გამოხმაურება ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან და პარლამენტის რეზოლუციის გადაწყვეტილებამაც ეგ აჩვენა, რომ ჩვენი პროტესტი არ არის უბრალო.

ივანიშვილი პირადად უკვე ძალიან დიდი იზოლაციაში არის, მას უწევს ესკობარივით და სხვა დამნაშავეებით ოქრო-ზოდების გროვება და ამით თავისი ქონების რამენაირად გადარჩენა. მაგრამ მომხრეებს, მის ბიზნესმენს შეექმნებათ პრობლემები, მათ, ვინც დამოკიდებული არიან საბანკო სისტემაზე, შეექმნათ პრობლემები. ეს გამოიწვევს რღვევას.

მათ, როგორც ბიზნესმენს აღარ აქვთ მომავალი, ისინი აღარ არიან ბიზნესმენები. მათ დარჩენიათ, რომ როგორღაც ჩაებღაუჭონ ივანიშვილის დანაშაულებრივ მანქანას. ეს არის სხვა ბიზნესმენებისთვის მაგალითი, ბიძინა მათ ვერ იცავს და ვერ დაიცავს, როდესაც გაიქცევა ამ ქვეყნიდან. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ მალე ჩაიხშოს ეს პროტესტი. სწორედ ამიტომ მისი რაზმები სახლებში უვარდებიან ხალხს”, ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

წყარო: ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშიმზია ამაღლობელი “ვივამედიდან წერილს ავრცელებს
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა ბათუმში – ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა