ივანიშვილი: დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი რაიმე სახის ფორუმს ხელმძღვანელობდეს

ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. პარტია ქართული ოცნების თავჯდომარის თქმით, ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება.

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაში“მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს” – უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა
შემდეგი სტატია“საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა” – კილაძე