ივანიშვილი ჩვენს სამშობლობს უყურებს, როგორც თავის კერძო სეიფს – დეკანოიძე

“ივანიშვილი ჩვენს სამშობლოს უყურებს, როგორც თავის კერძო სეიფს, უნდა, რომ საქართველო მისთვის შექმნას როგორც ფინანსური კაპიტალის უსაფრთხო ციხე-სიმაგრედ” – ამ განცხადებას “ევროოპტიმისტების” დეპუტატი ხატია დეკანოიძე აკეთებს და ე.წ. ოფშორების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას და პანამის სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

დეკანოიძის თქმით, ივანიშვილის მიზანია, რომ საქართველოში ოფშორებიდან ფული შემოიტანოს და თავი დაიზღვიოს სანქციებისგან. გარდა ამისა, დეპუტატი საუბრობს იმ საფრთხეზეც, რომ საქართველო შესაძლოა, გადაიქცეს სანქცირებული პირების ფინანსურ თავშესაფრად.

“ივანიშვილი ჩვენს სამშობლობს უყურებს, როგორც თავის კერძო სეიფს, უნდა, რომ საქართველო მისთვის შექმნას როგორც ფინანსური კაპიტალის უსაფრთხო ციხე-სიმაგრედ, მისთვის მხოლოდ და არა საქართველოს მოქალაქეების. ივანიშვილის გარდა, საფრთხეა, რომ ბევრმა სანქცირებულმა ადამიანმა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია ფინანსებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები, რაც აქვს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პარლამენტს მიღებული,“ – ამბობს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა ამ კანონის მიღებით, საქართველო გადააქცია ამ ჭუჭყიანი ფულის სამრეცხაოდ და საცავად – სამადაშვილი
შემდეგი სტატია29 აპრილს, პარლამენტის წინ. ვიკრიბებით საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები: ვისაც საქართველო უყვარს.. – წილოსანი