ივანიშვილი ჭიპლარით არის კრემლზე მიერთებული და პუტინის დავალებებ ასრულებს – საბა ბუაძე

ივანიშვილი ჭიპლარით არის კრემლზე მიერთებული და პუტინის დავალებებ ასრულებს, – ამის შესახებ “ლელოს” წევრი საბა ბუაძე საუბრობს. ოპოზიცის წევრის თქმით, ამ წუთებში პარლამენტში, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება და ამიტომ მოქალაქეების პროტესტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ივანიშვილი პირდაპირ ჭიპლარით არის კრემლზე მიერთებული და ასრულებს პუტინის რუსეთის დავალებას, რომლის მიზანიც არის, რომ საქართველოს მოუკლას ევროპული პერსპექტივა. ამას აკეთებენ დღეს პარლამენტში შიგნით და ამას უნდა დაუპირისპირდეს აბსოლუტურად ყველა, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. დღეს არის ამ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ამბავი და ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ყველა გამოვიდეთ და ვთქვათ, „არა რუსულ კანონს და არა რუსულ მთავრობას!“, – ამბობს საბა ბუაძე.

დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილმა მამუკა მდინარაძეს მიმართა – რუსული კანონი უკან რომ არ წაგეღოთ, კანდიდატის სტატუსს მიიღებდით?
შემდეგი სტატიაერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს, სად გაგონილა ელჩი ერეოდეს პარლამენტმა რა კანონი მიიღოს – კალაძე