“ივანიშვილი ცდილობს ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციით, დასავლეთის და აშშ-ის ყურადღების მიქცევას” – თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილი ცდილობს ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციით, დასავლეთის და აშშ-ის ყურადღების მიქცევას” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დასავლეთს დაანახოს, რომ ის როგორც დიქტატორი შედგა და და ასე მაინც მოიპოვოს ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან.
ამგვარი მარწუხების მოჭერა ივანიშვილის მხრიდან, ეს უკონტროლო დაჭერები, ეს უკონტროლო რეპრესიები, ამგვარი შურისძიება, ბრალის დამატება ადამიანებისთვის იმიტომ, რომ მათ დასავლელ პარტნიორს ხელი ჩამოართვეს, კრიმინალიზება დასავლეთთან ურთიერთობის. ჩემი აზრით, მაშინაც, მე ეს შევაფასე როგორც ივანიშვილის მცდელობა, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ის შედგა როგორც დიქტატორი იმიტომ, რომ აშშ-ის კონგრესში მას მოიხსენიებდნენ, როგორც უხეირო დიქტატორს, ვერშემდგარ დიქტატორს და ახლა ის ცდლობს დაამტკიცოს, რომ ის შედგა როგორც დიქტატორი და იქნებ ასე მაინც მიიქციოს დასავლეთის და კერძოდ აშშ-ის ყურადღება და იქნებ დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს მას ამერიკა იმიტომ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, 15-დან 14-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად შეხვდა, ყველასთან მოლაპარაკებას აწარმოებს…
ივანიშვილი ვერა და ვერ იქცევს დასავლეთის ყურადღებას მიუხედავად იმისა, რომ მისი დეფაქტო პრემიერმინისტრი დროდადრო გამოდგება და იხვეწება ხოლმე ვინმე დამელაპარაკეთო და ახლა, ნამდვილად ეს იგრძნობა მათ მოქმედებებში – ივანიშვილი ცდილობს, მარწუხების მოჭერით და ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციით, ასე მაინც მიიპყროს ყურადღება, ასე მაინც მიიქციოს დასავლეთის და კერძოდ აშშ-ის ყურადღება და ასე მაინც მოიპოვოს ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: “უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს“
შემდეგი სტატიაპოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა