„ივანიშვილი ბოლომდე წელავს ზამბარას, რომელიც მალე მწარედ მოხვდებათ ცხვირში“ – უგულავა კირკიტაძის დაკავებაზე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოდ დღეს არის ქვეყანა, სადაც უტიფრობა ბატონობს:

„ჩვენ დიდიხანია ვიცით, რომ სასამართლო არის უსამართლო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ დღეს ასევე დავინახეთ, რომ სასამართლო არის უტიფარიც, პროკურატურის უტიფრობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, აპელაცია იმაზე, რომ ადამიანი განზრახვით მოქმედებდა, ადამიანი მიიმალება, ეს პირველად არ გაუკეთებიათ, ასეთი პრაქტიკა აქვთ და ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტის აზრის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ხდება, მაგრამ დღევანდელი დღე არ არის მარტო დათო კირკიტაძის დაპატიმრების დღე, დღეს ივანიშვილმა ოფიციალურად გამოუცხადა საკუთარი მსოახლეობის ნახევარს და საკუთარი მოსახლეობის ნახევარი ოფიციალურად გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. მოქალაქეებად, რომესლაც შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო, მოქალაქეებს, რომლებსაც თავზე შეგიძლია კონსტიტუცია გადაახიო, მოქალაქეები, რომლებიც ასე კანონის უტიფარი გამოყენებით შეგიძლია დასაჯო და ამავდროულად ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში ადამიანებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს საკუთარ შარდს უსვამენ სახეზე და ესეთი ადამიანები დღეს საკუთარ თანამდებობაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ბატონობს უტიფრობა და მხოლოდდამხოლოდ თუ შეეტენები ივანიშვილს და შეეტენები „ქართულ ოცნებას“, მაშინ იქნები კარგად. ეს არის გამოწვევა, 800 ათას ადამიანს, ნახევარ მოსახლეობას გვეუბნებიან, რომ ხართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, ეს გამოწვევა ჩვენ უნდა მივიღოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ივანიშვილი ბოლომდე წელავს ზამბარას, იმ ზამბარას რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ მალე ცხვირში“, – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაში“საჭირო იყო პასუხის გაცემა და გაეცა” – კობახიძე
შემდეგი სტატია„სწორხაზოვნება და აჩემებული ნარატივი თანამოაზრესაც დაუფიქრებლად გაგაწირინებს“ – ნატო ჩხეიძე პაატა ბურჭულაძის სანქტ-პეტერბუგრში სიმღერაზე