ივანიშვილი ასრულებს გავრილოვის დირექტივებს – ზურა მელიქიშვილი

საქართველოში უკვე აღარ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა, საქართველოში მყარდება დიქტატურა – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ზურა მელიქიშვილმა პარლამენტის უკან მიმდინარე აქციაზე გააკეთა. საკანონმდებლო ორგანოსთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. ისინი ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ.

ზურა მელიქიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ასრულებს გავრილოვის დირექტივებს. მან იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები, რომლებიც მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, დაისჯებიან.

„ამ წუთებში პარლამენტში იხილება აღნიშნულ საკითხი, რომ გაფორმდეს საქართველოში დიქტატურა. ოღონდ გაფორმდეს რუსული დიქტატურა ერთი ერთში არის ის განცხადებები, რასაც ეს ერთუჯრედიანი მაგალითად ოხანაშვილი, მდინარაძეები იმეორებენ გავრილოვთან, რომლის სახელობის ღამეც მოგვიწყეს აქ მთელს საქართველოს. დაღვარეს სისხლი და ადამიანებს დათხარეს თვალები. აი რას ამბობს გავრილოვი: ეს იყო სახელმწფოს გადატრიალების მცდელობა. უმცირესობა ცდილობს რომ ერადიალური ძალების ორგანიზებით შეცვალოს ხელისუფლება იმედი გვაქვს, რომ ვინც გვემუქრებოდა და დაგვესხა თავს, ამ პირებს დეპუტატების ჩათვლით დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა.” ეს არის გავრილოვის სიტყვები რასაც მისდევენ, დირექტივად აქვს აღებული ბიძინა ივანიშვილს,“-განაცხადა ზურა მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიდლიანის თემში შემთხვევით 12 წლის გოგონამ მამა სასიკვდილოდ დაჭრა
შემდეგი სტატია“ბრძოლა მიმდინარეობს რუსეთის იმპერიასა და თავისუფლება საქართველოს შორის” – აქციას სამეგრელოდანაც უერთდებიან